ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელის დღის წესრიგი არის, რომ საქართველოში წაახალისონ რადიკალიზმი და ხელი შეუწყონ პოლარიზაციის გაღვივებას
“არც გვაქვს მოლოდინი, რომ [ბრიუსელიდან] რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებენ, ვინაიდან სამწუხაროდ მათი დღის წესრიგი არის, რომ საქართველოში წაახალისონ რადიკალიზმი და ხელი შეუწყონ პოლარიზაციის გაღვივებას საზოგადოებაში, “- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელს უნდა ეთქვა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები არაევროპულია, მაგრამ ვხედავთ დუმილს, რომელიც ამ ყველაფრის წახალისებაა.
„არც გვაქვს მოლოდინი, რომ [ბრიუსელიდან] რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებენ, ვინაიდან სამწუხაროდ მათი დღის წესრიგი არის, რომ საქართველოში წაახალისონ რადიკალიზმი და ხელი შეუწყონ პოლარიზაციის გაღვივებას საზოგადოებაში. მათ უნდა გაეკეთებინათ განცხადება, მინიმუმ გამიჯვნოდნენ ამ ყველაფერს, მარტივად უნდა ეთქვათ, რომ ეს ყველაფერი იყო არაევროპული, მაგრამ ვხედავთ დუმილს, რომელიც ამ ყველაფრის წახალისებაა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.