გიორგი ვოლსკი: ბრიუსელის მხრიდან საქართველოში რევოლუციის მხარდაჭერა აქტუალური და სამწუხარო თემაა

“სარკაზმის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ღობის გასამართლებას ითხოვს”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ბრიუსელის მხრიდან საქართველოში რევოლუციის მხარდაჭერა აქტუალური საკითხია.

„დემაგოგია, რომელსაც ბრიუსელიდან ვისმენთ, ამ მდგომარეობამდეა მისული. ამას გარკვეული მიზეზები აქვს, რაც შემაშფოთებელია. შეიძლება, ცდებოდნენ და პროცესებს სხვანაირად აფასებდნენ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან დემოკრატიულ სამყაროში ხდება, როცა სხვადასხვა პროცესი სხვადასხვანაირად ფასდება, მაგრამ რევოლუციური პროცესებიდან იმ სერიოზულ სეგმენტებს რომ გამოტოვებ, რაც პოლიციელების დაწვის მცდელობას, ქუჩებში ცეცხლის დანთებას, აგრესიულ, ექსტრემისტულ ქმედებებს ეხება და ღობეზე საუბრობ, ეს ნიშნავს, რომ ბოროტი გეგმა გაქვს. ეს გეგმა არ შეცვლილა, ბრიუსელის მხრიდან საქართველოში რევოლუციის მხარდაჭერა აქტუალური და სამწუხარო თემაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები