გიორგი ვოლსკი: ადამიანი, რომელიც თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს მაშინ, როდესაც არ არის პრეზიდენტი და დროშით დადის – ორი ვარიანტია: ან პასუხი მოსთხოვო ამისთვის, ან მეორე საკითხია, რომ ეს განსახილველად გადასცე ფსიქიატრებს

“ადამიანი, რომელიც თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს მაშინ, როდესაც არ არის პრეზიდენტი და დროშით დადის – ორი ვარიანტია: ან პასუხი მოსთხოვო ამისთვის, ან მეორე საკითხია, რომ ეს განსახილველად გადასცე ფსიქიატრებს”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი “ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, მესამე ვარიანტი არ არსებობს.

„ადამიანი, რომელიც თავს ლეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს მაშინ, როდესაც არ არის პრეზიდენტი და დროშით დადის – ორი ვარიანტია: ან პასუხი მოსთხოვო ამისთვის, თუ მისი ეს ქმედება ქვეყანას სერიოზულ ზარალს აყენებს და დაუმტკიცებ, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება მისი ეს პოზიცია, ვოიაჟი და პრეზიდენტის დროშით სიარული. ან მეორე საკითხია, რომ ეს განსახილველად გადასცე ფსიქიატრებს. სხვა გზა, შუა და მესამე ვარიანტი არ არსებობს. ადამიანი, რომელიც დღეს ამბობს, რომ ვარ ცნობილი ფიგურა ან პრეზიდენტი და ამ დროს არანაირი კავშირი არ აქვს ამ პოზიციასთან, იგი აშავებს თუ ამას ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის იყენებს. თუმცა, თუ ამას არ აქვს ის გავრცელება და პოლიტიკური ზარალის ფორმას არ ატარებს, მაშინ ფსიქიატრების შესწავლის სფეროს განეკუთვნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, თუ პარლამენტი კენჭს უყრის და თანახმა იქნება, შესაძლოა, კანონით განისაზღვროს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები