ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. დადებითად შეფასდა საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას, ასევე წაახალისებს ტურიზმსა და კულტურულ ურთიერთობებს.

ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველო-სერბეთის ერთობლივი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას სექტორული კავშირების გაღრმავების მიმართულებით, ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი სტიმულირებისთვის.

საქართველოსა და სერბეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები