“ის ცივილიზაციური უფსკრული, საითკენაც მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც არის ასახული, როცა ცენზურით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას” – პაპუაშვილი
“ის ცივილიზაციური უფსკრული, საითკენაც მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც არის ასახული, როცა ცენზურით, არჩევნებში ჩარევით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება არის სწორი.
„ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე, სწორედ სიმართლეს რომ ეფუძნება ჩვენი ყველა მოქმედება, ამიტომაც არის, რომ ხანდახან საჭიროა რამდენიმე კვირა, შეიძლება წელი დასჭირდეს, რომ ჩვენი სიმართლე გამოაშკარავდეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენი სიმართლე აღიარებულია და ერთ-ერთი სიმართლე სწორედ ეს არის, რომ დიახ, ბრიუსელი ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებში. საქართველოს მაგალითი არის ამის ყველაზე მძიმე შემთხვევა, როცა პირდაპირ ელჩი ჩაერია, ასევე, ბრიუსელის დაფინანსებით, მათ მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ შეხვედრაზე ვიცით, რომ ყალბი სქემები აქვთ. ღმერთმა იცის, ვინ სად არის და რა რეგისტრაციები აქვთ ამის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც დამარცხდნენ 2024 წლის არჩევნებში, არის მცდელობა, რომ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და ქართველი ხალხის ნებას. აუქმებენ მილიონ 200 ათას ამომრჩეველს. შემდეგი ნაბიჯია, რომ ეს ხალხი უნდა გაყარონ ქვეყნიდან ან რეზერვაცია შეუქმნა, რომ იმათი აზრი, აზრი არ არის. მარტო ის რამდენიმე ენჯეოშნიკი, რომელსაც ფულს უხდიან, ისინი არიან თურმე ქართველი ხალხი. ის ცივილიზაციური უფსკრული, საითკენაც მიაქანებს ბრიუსელი ევროკავშირს, ამ ანგარიშშიც არის ასახული, როცა ცენზურით, არჩევნებში ჩარევით ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.