“2022 წლამდე არსებული მსოფლიო წესრიგი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს” – დავით მათიკაშვილი

“2022 წლამდე არსებული მსოფლიო წესრიგი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, USIAD-ისა და NED-ის სკანდალის შემდეგ ევროჩინოსნები მაინც აგრძელებენ იმ გზას, რაც “დაგმობილი და ნიღაბჩამოხსნილი იყო აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მიერ”.

„ამ ყველაფერს ადეკვატური პასუხი სჭირდება და ახალი ცვლილებები რეპრესიული არ არის. ეს არის პასუხი საქართველოზე ძალმომრეობის მოხდენაზე, რომელსაც ღიად და ურცხვად ახმოვანებენ ევრომისრები, საქართველოში ევროკავშირის ელჩი. ისინი პირდაპირ ამბობენ, თურმე, მილიონები არსებობს, რომელიც ქვეყანაში ისე უნდა შემოაპარონ, რომ ხელისუფლების გვერდის ავლა მოხდეს. თანხები მიედინება რადიკალიზმის დასაფინანსებლად, პრეზიდენტის სასახლის შტურმისკენ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზებისკენ. რომელი დემოკრატიული და თავმოყვარე ქვეყანაა, ვინც ამას მიესალმება?“, – განაცხადა მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები