“ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და “გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი: წარსულში ნასამართლევი 1970 წელს დაბადებული კ.ფ. და ბელორუსის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ს.რ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და “გამომშრალი მარიხუანა”.
“საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული რამდენიმე ადგილიდან, ასევე, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.