მარიამ ლაშხი – „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: განათლების სისტემის ხარისხი გაუმჯობესდება
“ცვლილებების შედეგებს მალევე შეიგრძნობენ როგორც სტუდენტები, პროფესორები, განათლების სისტემის ხარისხი გაუმჯობესდება,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ზოგადი განათლების შესახებ“ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური რეფორმაა და ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი „ქართული ოცნების“ მმართველობის პროცესში. აღნიშნული რეფორმა არის პირველ რიგში შორს მჭვრეტელი, სტრატეგიული, რომელსაც შედეგი მათ შორის დაუდგება 10 წლის შემდგომ. მიუხედავად ამისა, ცვლილებების შედეგებს მალევე შეიგრძნობენ როგორც სტუდენტები, პროფესორები, განათლების სისტემის ხარისხი გაუმჯობესდება“, – აღნიშნა ლაშხმა.
შეგახსენებთ, ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებს დღეს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.