შიშველი ქალბატონები უკრაინის ჯარში (ვიდეო)
უკრაინის ჯარს ყველაზე ძლიერი ‘იარაღი’ შეემატა – ნახევრად შიშვლებული გოგონები, უფრო სწორად კი პლაკატები მათი გამოსახულებით. პოსტერები, რომლებზეც გაშიშვლებული გოგონებია გამოსახული, ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე სამხედროების გასართობად შექმნეს.
გამოცემა crime.in.ua-ს განცხადებით, მებრძოლებმა არ იციან, ვინ არის პოსტერების ავტორი, თუმცა ვინც არ უნდა იყოს, მას ღრმა პატივისცემას უცხადებენ. პლაკატებზე გოგონები სამხედრო ტექნიკის ფონზე იარაღით ხელში არიან გამოსახულნი. მაგალითად, გოგონა ეროვნული გვარდიის ფორმაში მებრძოლებს „რბილ უკრანიზაციას” სთავაზობს.
ჯარისკაცების თქმით, ბოლოჯერ ასეთი ენთუზიაზმით პლაკატებს 1998 წელს, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დროს აგროვებდნენ.
პლაკატების ავტორი სვიატოსლავ პაშუკია. ის უკრაინის არმიის მხარდასაჭერად პოსტერების შეძენისკენ ყველას მიუწოდებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=_S4dGLvizec” width=”560″ height=”315″]