გიორგი ბარამიძეს რუსეთის მიერ ოკუპირებულმა დონეცკის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრსა და პოლიტიკოსს, გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა,- ინფორმაციას რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
გადაწყვეტილება ბარამიძის გარეშე გამართულ სასამართლო პროცესზე მიიღეს.
ბრალდების მიხედვით, ბარამიძე უკრაინაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა, რის გამოც ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ იურისდიქციის ფარგლებში მის მიმართ სასჯელი დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ დონეცკის ე.წ. ხელისუფლების მიერ მიღებული სასამართლო განაჩენები არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება.
გიორგი ბარამიძე ამჟამად თავისუფალია და საქართველოში იმყოფება.