ლევან მაჭავარიანი – “გრანტების შესახებ” კანონზე: არავის პოლიტიკური მოღვაწეობა არ ეკრძალება, უბრალოდ, უცხოურმა ფულმა არ უნდა დააფინანსოს შენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები

“არავის პოლიტიკური მოღვაწეობა არ ეკრძალება, უბრალოდ, უცხოურმა ფულმა არ უნდა დააფინანსოს შენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები,”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უცხოელ აქტორს ეკრძალება პარტიის დაფინანსება.

„ამ კანონმდებლობით ვინ უშლის ვინმეს პოლიტიკაში ყოფნას ან პოლიტიკურ აქტივობას?! ჩვეულებრივად შეუძლიათ პოლიტიკური აქტივიზმი. ერთადერთი, რაც არის შეზღუდული და კიდევ უფრო მკაცრდება იქიდან გამომდინარე, რომ თუ პოტენციური შავი ხვრელი არსებობს, რაზეც ქალბატონი მარტა კოსი იმუქრება, რომ კანონს გვერდს აუვლის და შემოიტანს გაორმაგებულ დაფინანსებას, ეს უნდა ამოვავსოთ.
ჩვენს ქვეყანაში და ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უცხოელ აქტორს ეკრძალება პარტიის დაფინანსება, იმიტომ რომ უცხოურ დაფინანსებას მოჰყვებაუცხოური ინტერესი და ეს არის ყოვლად მიუღებელი. ამ შემთხვევაშიც იმავეს ვსაუბრობთ.

ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაზე უცხო ჩარევებისგან. უცხო ჩარევა რამდენად ნეგატიურ გავლენას ახდენდა პოლიტიკურ პროცესებზე ვნახეთ – აშშ-მ პირდაპირ ამხილა თავისივე ინსტიტუტები. არავის პოლიტიკური მოღვაწეობა არ ეკრძალება, უბრალოდ უცხოურმა ფულმა არ უნდა დააფინანსოს შენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები