“უკრაინასთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია არ არის ისეთი, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს” – ლევან მაჭავარიანი
“ან უნდა მიიღონ არსებული რეალობა და მოცემულობა – მიხვდნენ, რომ ვერ მოჰყავთ ხელისუფლებაში აგენტურა, დასხდნენ და ჩვენ გვესაუბრონ, ან მეორე გზა არის, რომ ეს ევრობიუროკრატები უნდა შეიცვალონ, რაც, პრინციპში, ევროპელი ხალხის მოთხოვნაა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გამოსწორების გზებზე საუბრისას განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უკრაინასთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია არ არის ისეთი, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს.
„მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დაკარგეს ყველაზე სანდო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სახით და ამას ევროპელი ხალხი უყურებს. ასევე, უკრაინასთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ევროკავშირის პოზიცია არ არის ისეთი, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ვერანაირი ნაბიჯი ვერ ვნახე მათი მხრიდან გადადგმული. რა თქმა უნდა, ესეც აღიზიანებს ევროპელ ხალხს, რადგან ეს ომი, გარდა იმისა რომ ტრაგედიაა უკრაინელებისთვის, ევროპელ ხალხს ძალიან ძვირი უჯდება, რადგან გაზრდილია კომუნალური გადასახადები და ა.შ. რა თქმა უნდა, ხალხს ეს ტვირთად აწვება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.