“მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებმა არგუმენტირებულად იკამათონ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ კი საზოგადოებამ შეაფასოს, რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე” – გორდულაძე
“მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს, მათ შორის მედიაში და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებმა არგუმენტირებულად იკამათონ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ კი საზოგადოებამ შეაფასოს, რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე, ვისი არგუმენტი არის უკეთესი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე აცხადებს.
“ქართული ოცნების” პოლიტიკა, “ქართული ოცნებისვე” გადადგმული ნაბიჯები არის ყველანაირად დასაბუთებული და არ აქვს არავითარი ხარვეზი, არც საკანონმდებლო კუთხით, არც საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობის კუთხით და პირიქით, ემსახურება ქართულ საზოგადოებას”, – ამბობს გორდულაძე.