მარიამ ლაშხი – თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე: ეს არის გაერთიანება და რესურსების გაძლიერება

“ეს არის გაერთიანება, არა გაუქმება! ეს არ არის დაჩეხვა და ფრაგმენტაცია, რაც საბჭოთა მენტალიტეტიდან იყო. ეს არის გაერთიანება და გაძლიერება რესურსების”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ახორციელებს.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ერის მომავალზე – განათლებაზე, რომელიც არის ეროვნული უსაფრთხოება და ეროვნული იდეოლოგიის ხერხემალი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების გარანტი!

ვაცნობიერებთ იმასაც, რომ განათლების რეფორმა პოლიტიკურად შეიძლება არაპოპულარული იყოს ვინაიდან ის შეიძლება პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული. თუმცა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ინტერესებზე დაფუძნებულ პოლიტიკას ახორციელებს და იღებს გადაწყვეტილებას მომავლისათვის, მომავალი თაობისა და სტრატეგიული ხედვით გათვლილი გადაწყვეტილებები არის საფუძველი ჩვენი ყველა ამ რეფორმის. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს რეფორმა იქნება საამაყო ნიშნული ჩვენი მმართველობის ისტორიაში”,- განაცხადა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები