“ყველა კანონმდებლობაში ათას რამეს იპოვი, მაგრამ მთავარია, კონკრეტული პრობლემა მოგვარდეს” – ლევან მახაშვილი

“ყველა კანონმდებლობაში ათას რამეს იპოვი, მაგრამ მთავარია, კონკრეტული პრობლემა მოგვარდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ის „გრანტების შესახებ საქართველოს კანონს“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ემსახურება პროცესების გადაზღვევას, რათა ქართულ პოლიტიკაში ფული უკანონოდ არ შემოვიდეს.

„თითოეული ეს ცვლილება ნაკარნახევია იმ წინარე კონტექსტით, რაც ჩვენს ქვეყანაში იყო. როდესაც კანონმდებლობის მიღების კვალდაკვალ ვხედავდით მცდელობებს, თავიდან აერიდებინათ ამ კანონის ცხოვრებაში გატარება. ვიღებდით ერთ კანონს, ეძებდნენ მისი შემოვლის გზებს, ე.წ. საკანონმდებლო ხვრელებს. თუ კი რამეა ამ მიმართულებით დარჩენილი, რომ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით ქართულ პოლიტიკაში ფული უკანონოდ შემოიტანონ, ახალი კანონები სწორედ ამ პროცესების გადაზღვევას ემსახურება“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები