ლევან მახაშვილი: დონორი თავისთავად არ არის წყარო, დონორი არის ბერკეტი სხვა ზოგადი, უფრო ფართო, არაფორმალური გავლენების ხელში, რომ საქართველოში ფული შემოიტანონ

“დონორი თავისთავად არ არის წყარო, დონორი არის ბერკეტი სხვა ზოგადი, უფრო ფართო, არაფორმალური გავლენების ხელში, რომ საქართველოში ფული შემოიტანონ,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც კარგ საქმეებს გააკეთებენ საქართველოში.

“ქალბატონი ნინო არ არის ერთადერთი ადამიანი, ვინც ამას ამბობს, მაგრამ ისედაც ნათელია. ჩვენ თუ დავაკვირდებით ქცევას, თავის დროზე ზოგიერთმა რატომ შეწყვიტა კონკრეტული პროგრამა ამ კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ, დავინახავთ, რეალური მიზანი სწორედ ეს არის, რომ მაქსიმალურად ფული დამალონ, არ გამოაჩინონ საკუთარი თავი და რეალური პრობლემა არის არა სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ შექმნილი პროცედურები, არამედ გარედან, საიდანაც ეს ფული რეალურად შემოდის. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რომელიმე ერთი დონორის პრობლემაა, დონორი თავისთავად არ არის წყარო, დონორი არის ბერკეტი სხვა ზოგადი, უფრო ფართო, არაფორმალური გავლენების ხელში, რომ საქართველოში ფული შემოიტანონ. კარგი პროგრამების შემთხვევაში, მით უმეტეს გასაკვირია, იმიტომ რომ პირიქით, სახელმწიფო ყოველთვის მზად იყო მხარი დაუჭიროს, მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს ამ ორგანიზაციებს, რომ კარგი საქმე გაკეთდეს ამ ქვეყანაში,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები