გიორგი ჩაკვეტაძე: ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, ყველას ექნება საშუალება, რომ გაარჩიოს შავი და თეთრი ერთმანეთისგან – ეს სივრცე ხელოვნურად იყო იზოლირებული, მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პრემიერის ინიციატივა დებატებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეაფასა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, ყველას ექნება საშუალება, რომ გაარჩიოს შავი და თეთრი ერთმანეთისგან. ეს სივრცე ხელოვნურად იყო იზოლირებული, მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მაგრამ ისინი უბრალოდ შემსრულებლები იყვნენ; ეს იყო საერთაშორისო პატრონების დაკვეთა, რომ საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში გამქრალიყო დებატები, არავის აღარ ჰქონოდა სურვილი, რომ საგნობრივად ემსჯელა კონკრეტული საკითხებზე, რომელიც მაგალითად შეეხება ფასებს, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ა.შ.“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატები იწყება. არხი ახალი პოლიტიკური ფორმატისთვის ემზადება, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საგნობრივ დისკუსიას დაეთმობა. პირველი გადაცემა ეთერში 14 თებერვალს გავა.