ნინო წილოსანი – „გრანტების შესახებ“ კანონპროექტზე: სპეკულაციები ბევრი გვესმის ამ კანონთან დაკავშირებით; არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს
“ამ ცვლილებების მიზანია, რომ ყველა დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, იყოს გამჭვირვალე და არ მოხდეს კანონის დაფარვის ფარგლებს მიღმა,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა “გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„სპეკულაციები ბევრი გვესმის ამ კანონთან დაკავშირებით; არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება არც ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს და არც ისეთ საქმიანობას, რომელიც კომერციულ მიზნებს ატარებს“, – აღნიშნა წილოსანმა.
შეგახსენებთ, საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე პარლამენტი „გრანტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.