დავით მათიკაშვილი – “გრანტების შესახებ“ კანონპროექტზე: საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა “გრანტების შესახებ“ კანონპროექტში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა.
“საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული და სახელის გადარქმევით, თუ სხვა მანიპულაციით, ვერ მოხერხდეს გაუმჭვირვალე თანხების საქართველოში შემოდინება და ამით ქართული საკანონმდებლო სივრცის დარღვევა”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ სხდომაზე პარლამენტი „გრანტების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.