სოზარ სუბარი: როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს კამპანიას – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ – ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას
როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს კამპანიას – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ – ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „რუსთავი 2-ის” გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
„როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს კამპანიას – „მე ვისროლე მოლოტოვის კოქტეილი“ – ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. მას შემდეგ, რაც ქართული „ენჯეოების“ ნაწილმა თქვა, რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან ამ კანონის ფარგლებში, არ ცნობენ საქართველოს კანონმდებლობას და, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს, გადარეგისტრირდნენ უცხოეთში… ამის შემდეგ იყო შეკითხვები საელჩოების მიმართ, რომ, მაგალითად, უცხოეთში გადარეგისტრირებულ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“ თუ გაგიციათ გრანტი – საქართველოში აკრედიტებული საელჩოები ამაზე პასუხს არ იძლევიან, ე.ი. რაღაც დასამალი აქვთ და პირდაპირ აფინანსებენ უცხოეთიდან საქართველოში ისეთ ქმედებებს, რაც ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.