კოტე ჟღენტი: გამჭვირვალობა იმ საკითხში, რასაც ჰქვია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, აუცილებელია, თუ გვინდა, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება
გამჭვირვალობა იმ საკითხში, რასაც ჰქვია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, აუცილებელია, თუ გვინდა, დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და გარანტირებული მისი ნორმალური განვითარება, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ წევრმა, კოტე ჟღენტმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს სახელმწიფო მსოფლიოში, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა.
„გამჭვირვალობის პრობლემა არის ნაწილი გლობალური პრობლემისა, რომელიც არის როგორც გლობალურად მსოფლიოში, ისე ცალკეულ სახელმწიფოებში. ამას შეიძლება ვუწოდოთ ბრძოლა ლიბერალ გლობალისტებსა და ეროვნულ ძალებს შორის, რომლებიც ფიქრობენ თავიანთი ქვეყნის ინტერესებსა და მომავალზე, თავიანთი ქვეყნების სიმდიდრეებზე დაყრდნობით, ტრადიციებით დაწყებული ყველაფრით დამთავრებული.
კონკრეტულად გამჭვირვალობას რაც შეეხება – გამჭვირვალობა რომ ჯობია გაუმჭვირვალობას, ამის შესახებ არავინ დავობს და ვერავინ იდავებს, მაგრამ არ არსებობს სახელმწიფო მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში მე ასეთი არ ვიცი, სადაც ყველაფერი გამჭვირვალეა.
გამჭვირვალობა იმ საკითხში, რასაც ჰქვია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობა, აუცილებელია, თუ გვინდა, დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება პირველ რიგში და გარანტირებული მისი ნორმალური განვითარება“, – აღნიშნა კოტე ჟღენტმა.