“იურიდიული დახმარების სამსახური საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემაა, არავინ უნდა დარჩეს იურიდიული დახმარების გარეშე” – ვოლსკი

“იურიდიული დახმარების სამსახური საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემაა, არავინ უნდა დარჩეს იურიდიული დახმარების გარეშე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი აცხადებს.

ის ეხმაურება საკითხს, რომლის მიხედვითაც უფლებათა დაცვის კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს – პაკეტის თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ- მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.

„იურიდიული დახმარების სამსახური საგანგებოდ მნიშვნელოვანი თემაა. ყველას არ აქვს შესაძლებლობა ძვირადღირებული ადვოკატების პროცესების წარმართვის და ა.შ. არავინ უნდა დარჩეს იურიდიული დახმარების გარეშე. ეს სამსახური ამას ემსახურება. რასაკვირველია, მისი დახვეწა, მეტი ანგარიშვალდებულება, პასუხისმგებლობა პრემიერის წინაშე და ზოგადად, საქმიანი პროცესი თუკი გადაინაცვლებს აღმასრულებელ სტრუქტურაში, იქნება უფრო ინტენსიური და ხარისხიც იქნება გაცილებით უფრო მაღალი“, – აღნიშნავს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები