რატი იონათამიშვილი: ვხედავთ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ოცნებობენ შავბნელი შემოსავლები ჰქონდეთ და ისე ხარჯონ, რომ საზოგადოებამ საერთოდ არ იცოდეს საიდან მოდის ეს თანხები და რისთვის იხარჯება

“ჩვენ ვხედავთ ამ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ოცნებობენ იმაზე, რომ შავბნელი შემოსავლები ჰქონდეთ და ისე ხარჯონ, რომ საზოგადოებამ საერთოდ არ იცოდეს საიდან მოდის ეს თანხები და რისთვის იხარჯება”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ჯგუფების ზრახვა დემოკრატიას აცდენილია.

„მათი ზრახვა რაც არის, ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის და ეს აცდენილია ყოველგვარ დემოკრატიასთან. პირიქით, არის ანტიდემოკრატიული ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები