“სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე შეიმუშაოს, რომელიც იქნება დამცავი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის” – მათიკაშვილი
“სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე შეიმუშაოს, რომელიც იქნება დამცავი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პოლიტიკა უნდა იყოს თავისუფალი უცხო ქვეყნის ჩარევებისგან.
“ჩვენ ღიად დავინახეთ ევროჩინოსნების სურვილები, რომელიც იყო პირდაპირ გაცხადებული და სადაც იყო ნათქვამი, რომ ისინი ეძებენ არალეგალურ გზებს, რომ საქართველოში დააფინანსონ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში არის აკრძალული. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე შეიმუშაოს, რომელიც იქნება დამცავი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.