“ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ევროპელი სოციალისტები“ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის, საგნობრივ დისკუსიებში აქტიურად ჩავერთოთ” – ბოჟაძე
“ჩვენი პოლიტიკური გუნდი, „ევროპელი სოციალისტები“ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის, საგნობრივ დისკუსიებში აქტიურად ჩავერთოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ ისაუბრა.
„საუბარი იქნება არა მხოლოდ პოლიტიკურ დებატებზე, არამედ უკვე საგნობრივ, თემატურ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ყველაზე მთავარია, ის რომ დებატებმა უნდა შეასუსტოს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მოისმინოს პოლიტიკოსების კამათიც, დისკუსიაც, დებატებიც, იმისთვის, რომ გაიგოს სიმართლე“, – აღნიშნა ბოჟაძემ.