“გვინდა, გავერკვეთ, რა პროცესები იწვევს ძალიან მაღალ ფასნამატს” – შოთა ბერეკაშვილი

“გვინდა, გავერკვეთ, რა პროცესები იწვევს ძალიან მაღალ ფასნამატს” – ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, სექტორში წამყვან კომპანიებთან შეხვედრები იქნება.

“პირველადი მოხმარების საგნებისა და კვების ნაწილში შევხვდებით მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და საცალო ქსელის ოპერატორებს.

ჩვენი მიზანია, გავერკვეთ ბიზნესს პროცესებში. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში პირველადი მომხმარების საგნებზე და საკვებ პროდუქტებზე ფასნამატი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ჩვენს მსგავს ქვეყნებში.

გვინდა, გავერკვეთ, რა პროცესები იწვევს ძალიან მაღალ ფასნამატს. თეორიული თვალსაზრისით, შესაძლებელია განპირობებული იყოს მაღალი საოპერაციო ხარჯებით, კაპიტალის სიძვირით, ასევე ზებუნებრივად მაღალი მოგების მარჟებით. თითოეულის შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის გამოყენებით, შესაძლებელია კონკრეტული პროცესების ოპტიმიზაცია. იგივე პროცესები გვექნება მედიკამენტების ნაწილში, სადაც გვინდა, ღრმად შევისწავლოთ ბიზნესს პროცესები”, – აცხადებს ბერეკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები