“რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ცდილობენ, გვერდი აუარონ კანონს, რათა დაფინანსება იმ საქმიანობას მოახმარონ, რომლის თაობაზეც ეშინიათ, რომ საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს” – იონათამიშვილი
.”რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები ცდილობენ, გვერდი აუარონ კანონს, რათა დაფინანსება მიიღონ და ეს დაფინანსება იმ საქმიანობას მოახმარონ, რომლის თაობაზეც ძალიან ეშინიათ, რომ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, “გრანტების შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებიდან დღემდე გამოიკვეთა ისეთი საჭიროება, რომელიც მის მიზნებს აქვს.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები როგორ ცდილობენ, გვერდი აუარონ კანონს, რათა დაფინანსება მიიღონ და ეს დაფინანსება იმ საქმიანობას მოახმარონ, რომლის თაობაზეც ძალიან ეშინიათ, რომ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს. მათ ყოველ ანტიდემოკრატიულ მცდელობაზე დემოკრატიული პასუხი გვექნება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.