რიმა ბერაძე: მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის აგენტი და მისი შვილიც ზუსტად ამ გზას ადგას
“სალომე ზურაბიშვილისა და მისი ოჯახისაგან ჩვენ ასეთი კრიტიკა არ გვიკვირს, იმიტომ, რომ ისინი ბოლო პერიოდში მოწადინებული არიან, რომ ნებისმიერი ადამიანი გააკრიტიკონ საფუძვლის გარეშე”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ქეთევან გორჯესტანის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
ბერაძეს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის აგენტი და მისი შვილიც ამ გზას ადგას.
„ძალიან საინტერესოა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ბატონი ტრამპის გაკრიტიკება. მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი აგენტი და მისი შვილიც ზუსტად ამ გზას ადგას“, – აღნიშნა ბერაძემ.
ცნობისთვის, France24-ის ჟურნალისტმა, ქეთევან გორჯესტანმა აშშ-ის „რესპუბლიკურ“ პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებასა და წინასაარჩევნო გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პარტიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი თემა – მიგრაცია – შესაძლოა მათთვის პოლიტიკური ზიანის მომტანი გახდეს.