“კომისია მიმდინარე კვირაში დაიწყებს მუშაობას და მაქსიმალურად შეეცდება, მოხდეს ფასების დარეგულირება; ვცდილობთ, ეს ღონისძიება აპრილამდე იყოს გატარებული” – რიმა ბერაძე

“კომისია მიმდინარე კვირაში დაიწყებს მუშაობას და მაქსიმალურად შეეცდება, მოხდეს ფასების დარეგულირება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, რიმა ბერაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის ხელშესახები და ეს ეკონომიკური ზრდა მაქსიმალურად უნდა იყოს ასახული თითოეული მოქალაქისა და ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

“აქედან გამომდინარე, საპარლამენტო კომისია, სამთავრობო კომისიასთან ერთად, შეეცდება დაარეგულიროს ქვეყანაში ფასები, ყველა მიმართულებით. ვცდილობთ, ეს ღონისძიება აპრილამდე იყოს გატარებული”, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები