ლაშხი – ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე: არცერთი პროფესორის, აკადემიური პერსონალის თუ ადმინისტრაციის გათავისუფლება არ მოიაზრება

“მინდა, დავარწმუნო როგორც აკადემიური სექტორი, ასევე სტუდენტები, რომ ეს გაერთიანება, პირველ რიგში, მათ ინტერესებს ითვალისწინებს და ემსახურება განათლების მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესებას, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ორი უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, არცერთი პროფესორის, აკადემიური პერსონალის თუ ადმინისტრაციის გათავისუფლება არ მოიაზრება.

“ეს ემსახურება ერთიან მიდგომას”, – აღნიშნა ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები