მარიამ ლაშხი: მივესალმები დებატებს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოყენებული იქნება პირველ რიგში საზოგადოების ინფორმირებისთვის
“ეს გახლეჩა მართული იყო გარე ძალების მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გაერთიანება, დისკუსია და პირდაპირი ეთერით იმაზე საუბარი, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დებატებთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე განაცხადა.
ლაშხი იმედოვნებს, რომ დებატების შესაძლებლობა საზოგადოების ინტერესების დაცვისთვის იქნება გამოყენებული.
„მივესალმები ამ დიალოგს, დებატებს და იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება ინსტრუმენტალიზებული, ეს იქნება გამოყენებული პირველ რიგში არა პირადი ინტერესებისა და პარტიული ინტერესებისათვის, არამედ გამოყენებული იქნება პირველ რიგში საზოგადოების ინფორმირებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისათვის“, – აღნიშნა ლაშხმა.