“რადიკალებთან, რომლებიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების, პარლამენტის ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, სასაუბრო ჩვენ არაფერი გვაქვს” – მაჭავარიანი

„შეთავაზება, ერთი მხრივ, პოლიტიკური ნაწილი რომ არ ჩავთვალოთ, კონკრეტულად იმ დარგის ექსპერტებს ეხებათ, რა თემაზეც იქნება დებატები”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.

ის საჯარო დებატების შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა.

„შეთავაზება, ერთი მხრივ, პოლიტიკური ნაწილი რომ არ ჩავთვალოთ, კონკრეტულად იმ დარგის ექსპერტებს ეხებათ, რა თემაზეც იქნება დებატები. ხოლო პოლიტიკურ ჭრილში ეს ეხებათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც კონსტიტუციურ წყობილებას აღიარებენ ჩვენს ქვეყანაში. ამით უფრო ვიწროვდება რადიკალების წრე, იქიდან გამომდინარე, რომ ის რადიკალებთან, რომლებიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების, პარლამენტის ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, სასაუბრო ჩვენ არაფერი გვაქვს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები