“დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმები, რომლებსაც ყოველთვის თან ახლავს გამოწვევები, საბოლოოდ მიზანს მიაღწევს” – მაჭარაშვილი
“დარწმუნებული ვარ, რომ მიზანი რაც არის – ეფექტური განათლების მიღება და იმ რაოდენობის, რომ ბაზარმა ეს აითვისოს, უნდა შესრულდეს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, ის ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.
“რა თქმა უნდა, რა კითხვებიც არსებობს საზოგადოებაში, ამ კითხვებზე პასუხები უნდა მიიღოს საზოგადოებამ. დარწმუნებული ვარ, რომ მიზანი რაც არის, ეფექტური განათლების მიღება და იმ რაოდენობის, რომ ბაზარმა ეს აითვისოს, უნდა შესრულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმები, რომლებსაც ყოველთვის თან ახლავს გამოწვევები, საბოლოოდ მიზანს მიაღწევს,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.