“კარგი იქნება, მიხაელ გალერს თუ გააგებინებენ, რომ რუსული ნარატივი აღარ მუშაობს, გაცვდა – მისი ლექსიკა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უპატივცემულებაა” – მაჭავარიანი

“კარგი იქნება, მიხაელ გალერს თუ გააგებინებენ, რომ რუსული ნარატივი აღარ მუშაობს, გაცვდა, მისი ლექსიკა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უპატივცემულებაა, ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

ის ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა: “ეს მოსკოვური არსებები – ივანიშვილი, კობახიძე და სხვები – არიან ისინი, ვინც უნდა დატოვონ ქვეყანა და ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საშუალება მისცენ, განაგრძონ გზა ევროპული საქართველოსკენ და არა საბჭოთა საქართველოსკენ“.

„კარგი იქნება, თუ გააგებინებენ, რომ ეს რაღაცა რუსული ნარატივი უკვე აღარ მუშაობს, გაცვდა. შესაბამისად, შეუძლია, სხვა ქვეყანა გამოიგონოს. რაც შეეხება მის ლექსიკას, რა თქმა უნდა, პირდაპირ უპატივცემულებაა, პირველ რიგში, საკუთარი თავის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის პოზიცია, ეს არ არის, გერმანიის პოზიცია, რადგან გერმანია და გერმანელი ხალხი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ამ უზრდელი კაცის ასეთი კომენტარები“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები