“რაც ხდება გრანტებთან დაკავშირებით, ეს ჩვენი პათოსი იყო, რაც ყველა ეროვნულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, რომ შენს ქვეყანაში შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს უმიზნოდ” – მაჭარაშვილი

“რაც ხდება გრანტებთან დაკავშირებით, ვიმეორებ, ეს ჩვენი პათოსი იყო და ეს ის პათოსი და ის მიზანია, რაც ყველა ეროვნულ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და ეროვნულ მთავრობას, ხელისუფლებას და გნებავთ ოპოზიციას – მთელ ქვეყანას, რომ შენს ქვეყანაში შავი ფული არ უნდა შემოდიოდეს უმიზნოდ”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ მსოფლიოში რა ხდება, ყველა დიდი სახელმწიფო თავისკენ იქაჩება პირდაპირი გაგებით და პატარა სახელმწიფოები ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ შემთხვევაში და ბუნებრივად არის ეს, რომ გარე ძალებს ყოველთვის აქვთ ასეთი ცდუნება, რომ შენს ქვეყანაში, პოლიტიკაში ხელები აფათურონ. ეს ბუნებრივი მოცემულობაა და შენ უნდა შეეწინააღმდეგო. როგორ შეეწინააღმდეგები თუ ეს კანონმდებლობა არ შეიმუშავე, რომ ყველას ჰქონდეს ვალდებულება, უცხოეთიდან რა თანხებიც შემოდის – პირდაპირ თუ არა პირდაპირ, პოლიტიკაში არ მოხვდეს. ამაზეა აქ ხაზგასასმელი და სასაუბრო, პოლიტიკაში არ უნდა მოხვდეს შავი ფული ქვეყნის და არც ნებისმიერი ფული, უნდა იყოს ლეგალურად ეს ყველაფერი, კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში უკვე შევძლებთ სუვერენიტეტის კარგად დაცვას”, – ამბობს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები