”თუ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” აცხადებს, რომ გარედან მიღებული თანხებით პარტიული საქმიანობა უნდა დაფინანსდეს, გავუმხელთ ერთ სიმართლეს, რომ პარტიის დაფინანსება უცხოეთიდან დაახლოებით 30 წელია, აკრძალულია” – გორდულაძე

”თუ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” აცხადებს, რომ გარედან მიღებული თანხებით პარტიული საქმიანობა უნდა დაფინანსდეს, გავუმხელთ ერთ სიმართლეს, რომ პარტიის დაფინანსება უცხოეთიდან დაახლოებით 30 წელია, აკრძალულია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

“შესაბამისად, ისინი თუ ამ თანხებს იღებდნენ სხვადასხვა შემოვლითი გზებით, ისინი კანონს არღვევენ უკვე წლების განმავლობაში.

ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი მარტივია, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. საქართველოში პოლიტიკური საქმიანობა დაფინანსებული იყოს ქართული სუბიექტების მიერ და ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქის ინტერესების გატარებას და არა იმ კოლექტიური ძალების ინტერესების, რომლებისთვისაც მიზანი არის, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოხდეს და მათ დაკრულზე მოცეკვავე ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში”, – განმარტავს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები