“იმედი გვაქვს, ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და ისეთი მმართველი კლასი გაჩნდება ევროკავშირში, რომელიც დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რაზეც ევროკავშირი ათწლეულების განმავლობაში იდგა” – მაჭავარიანი

„ვხედავთ, რომ აბსოლუტური დუმილია იმ ევრობიუროკრატების მხრიდან, რომლებიც აქტიურად გამოირჩევიან აქციების შეფასებით, სამართალდამცველთა მოქმედების შეფასებით ა.შ; ამ შემთხვევაში საქმე ეხება აშშ-ს და მათ არ აქვთ იმდენი წონა, რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ აშშ-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ურჩევნიათ დუმილის რეჟიმში ყოფნა”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა, რითაც მინეაპოლისში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

“ევროპაში მთავარი ღირებულება იყო ადამიანის უფლებების დაცვა და ევროპა ძირითადად იდგა ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც ჩვენ და აქედან გამომდინარე მივისწრაფვით ევროკავშირისკენ, თუმცა, დღეს სამწუხაროდ ევროკავშირის ბიუროკრატია აცდენილია ამ ღირებულებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი ხალხი გამოიღვიძებს და რეალურად ისეთი მმართველი კლასი გაჩნდება ევროკავშირში, რომელიც დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რაზეც ევროკავშირი ათწლეულების განმავლობაში იდგა“, – აღნიშნა  მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კაცი მოკლეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები