არჩილ გორდულაძე: ბიზნესის მოგება მნიშვნელოვანია ეკონომიკური წინსვლისთვის, თუმცა ეს მოგება მძიმე წნეხად არ უნდა დააწვეს მოსახლეობას
“მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, ვინაიდან თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ჩვენ ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„მე არ მინდა, რომ ასეთი რამე დადგინდეს, რა თქმა უნდა, არც არავის უნდა არცერთი ადამიანის პასუხისმგებლობა, მაგრამ იქნება ეს ძალიან მძიმე, თუ დადგინდება კარტელური გარიგებები, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ პირები ერთმანეთთან იყვნენ შეკრულები და ცდილობდნენ საკუთარი ჯიბე გაესქელებინათ ისევ და ისევ რიგითი მოქალაქის, ჩვენი ნებისმიერი ადამიანის ხარჯზე. ეს ძალიან მძიმე შემთხვევა იქნება და მე ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ასეთ მოვლენებს ჰქონდეს ადგილი. საქართველოა, ჩვენ გვესმის არაერთი საუბარი, მაგრამ საუბარი საუბარია და მტკიცებულებები მეორე.
საბოლოო ჯამში, რომ შევაჯამოთ, მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს იმიტომ, რომ თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ჩვენ ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ. ამავდროულად, მოგება უნდა იყოს იმდაგვარად, რომ ეს მძიმე წნეხად არ დააწვეს მოსახლეს. იქნება ეს სურსათის ფასების ნაწილში, საწვავის ნაწილში თუ მედიკამენტების კუთხით“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.