იონათამიშვილი: ნებისმიერი პირი, რომელიც ორგანიზაციას აფუძნებს სხვა ქვეყანაში და თითქოს ცდილობს, ოპერირება მოახდინოს საქართველოში, არის მატყუარა
“ნებისმიერი პირი, რომელიც ორგანიზაციას აფუძნებს სხვა ქვეყანაში და თითქოს ცდილობს, ოპერირება მოახდინოს საქართველოში, არის მატყუარა,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთში დარეგისტრირების ფაქტებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების მიზანი არის ჩვენს ქვეყანაში ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის განხორციელება.
„ნებისმიერი პირი, რომელიც ორგანიზაციას აფუძნებს სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ესტონეთში და თითქოს ცდილობს, რომ ოპერირება მოახდინოს საქართველოში, თავის არსშივე არის მატყუარა და ფარისეველი, ვინაიდან ამ ორგანიზაციებს აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი – რომ ჩვენს ქვეყანაში ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა განახორციელონ. ეს არის ფაქტი. ამავდროულად ასეთი ორგანიზაციები ამბობენ, რომ მათ იმდენად ეშინიათ გამჭვირვალობის და რომ საზოგადოება გაიგებს მათი დამფინანსებლების შესახებ ინფორმაციას და ასევე იმას, თუ რაში ხარჯავენ ფულს, რომ ურჩევნიათ ასეთი კეთილსინდისიერი გზები აირჩიონ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ თემაზე შესაბამისი ფოტო-მასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გაასაჯაროვა.