ქობულეთში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანდაზმულმა მამაკაცმა, ხანძრის დროს სახლის დატოვება დროულად ვერ მოახერხა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები