ირაკლი კობახიძე – არასამთავრობო სექტორზე: თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით, იმის გამო, რომ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, უცხოეთიდან იღებენ ფულს

ერთადერთი, რაც იზღუდება არის რა, რომ უცხოური დაფინანსებით არ შეიძლება, პოლიტიკურ აქტივობებს აწარმოებდნენ ჩვენს ქვეყანაში, მარტო პოლიტიკური აქტივობაა არასამთავრობო ორგანიზაციების დასაქმების სფერო? თუ პოლიტიკური აქტივობა უნდათ, კეთილი ინებონ და ეს ყველაფერი გააკეთონ ქართული საზოგადოების და არა უცხოური ძალების მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, იმის გამო, რომ მათ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დაფინანსებას იღებენ უცხოეთიდან.

„იმის გამო, რომ არ აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, დადიან და უცხოეთიდან იღებენ ფულს, არავის არაფერს ვუზღუდავთ. უცხოური დაფინანსება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც სურს, აწარმოოს პოლიტიკური აქტიურობა, კეთილი უნდა ინებოს და ამისათვის რესურსები უნდა მოიძიოს ქვეყნის შიგნით, როგორც ეს ხდება ყველა ჯანმრთელ სახელმწიფოში. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ჯანმრთელი სახელმწიფო და ამას ემსახურება ის კანონები, რომლებიც მიიღება”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები