მაკა ბოჭორიშვილმა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეოთხე რაუნდის ფარგლებში შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან, აჰმად ჰასენ ალ-ჰამადისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე.

“გამოითქვა თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები