გიორგი ვოლსკი და მარიამ ლაშხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილეები სამინისტროს მიერ განათლებისა და კულტურის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.
“ხაზი გაესვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდა იმ ინიციატივებზე, რომელიც დევნილი ახალგაზრდების განათლების და საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხებს უკავშირდება.
პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.