რატი იონათამიშვილი – დანაშაულის მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია უკეთესად დაცულ და უსაფრთხო გარემოსთან, მართლწესრიგთან და უსაფრთხოებასთან
“ეს მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია უკეთესად დაცულ და უსაფრთხო გარემოსთან, მართლწესრიგთან და უსაფრთხოებასთან,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა “დღის ქრონიკაში” რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.
„2025 წელს დანაშაულის გახსნის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს, ის 70%-ს გადასცდა. ეს მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია უკეთესად დაცულ და უსაფრთხო გარემოსთან, მართლწესრიგთან და უსაფრთხოებასთან, რომელიც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მოქალაქეს ეხება. ამიტომ ჩვენი მადლობა ეკუთვნის შინაგან საქმეთა მინისტრს, მის მოადგილეებს და თითოეულ სამართალდამცველს, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით და პატრიოტიზმით ერთგულად ემსახურება ჩვენს სამშობლოს, საქართველოს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, შსს-ს მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა და 70 % -ს შეადგენს.