ეკა სეფაშვილი: ვინაიდან გრანტების შესახებ კანონითა და გამჭვირვალობის კანონით უცხოელ აქტორებს NGO-ების პირდაპირი დაფინანსების საშუალება აღარ აქვთ, ისინი ცდილობენ შავი ფული შემოიტანონ საქართველოში, რათა დააფინანსონ აკრძალული საქმიანობა

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა მმართველი გუნდის ინიციატივას გრანტების კანონის შესახებ. მან განაცხადა, რომ NGO-ების ნაწილი მართულია საზღვარგარეთიდან და საქმიანობის განსახორციელებლად შავ ფულსა და ხვრელებს იყენებენ: 

„ეს NGO-ები იყენებენ შავ ხვრელებსა და შავ ფულს. ფაქტობრივად, ისინი თავადვე აღიარებენ, რომ ჩადიან უკანონო საქმიანობას” – თქვა ეკა სეფაშვილმა.

ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ახალი კანონი აღკვეთს უკანონო საქმიანობას და არ ეხება იმგვარ საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს მდიდარი NGO-ები, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც თავიდან ბოლომდე მართულნი არიან საზღვარგარეთიდან უცხოური აქტორების მიერ. ვინაიდან გრანტების შესახებ კანონითა და გამჭვირვალობის კანონით უცხოელ აქტორებს NGO-ების პირდაპირი დაფინანსების საშუალება აღარ აქვთ, ისინი ცდილობენ შავი ფული შემოიტანონ საქართველოში, რათა დააფინანსონ აკრძალული საქმიანობა. აქ ცალსახად არ ეხება საუბარი ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია. ეს NGO-ები იყენებენ შავ ხვრელებსა და შავ ფულს. ფაქტობრივად, ისინი თავადვე აღიარებენ, რომ ჩადიან უკანონო საქმიანობას” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები