ზურაბ აბაშიძე: თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია, მაგრამ ამაზე გაჩერებას ჩვენ არ ვაპირებთ

„თბილისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და ეს არის იმის გარანტი, რომ ის დაპირებები, რომელიც ჩვენ წინასაარჩევნოდ დედაქალაქის მერთან ერთად გავეცით, ზედმიწევნით შესრულდეს“, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე გააკეთა, სადაც დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

ზურაბ აბაშიძის თქმით, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობა კიდევ 296 420 100 ლარით იზრდება და ჯამში 2 506 978,3 ათას ლარით განისაზღვრება.

როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, წლის განმავლობაში ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება და შედეგად, დედაქალაქის ინტერესებს მორგებული არაერთი პროექტი განხორციელდება.

„თბილისის ბიუჯეტი უკვე 2 მილიარდ 500 მილიონს გადასცდა. ეს მაჩვენებელი უპრეცედენტოდ დიდია, მაგრამ ამაზე გაჩერებას ჩვენ არ ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, რომ წლის განმავლობაში ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქისთვის და მისი მოსახლეობისთვის სასიკეთო პროექტები განვახორციელოთ“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები