ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, რაც განპირობებულია აქციზის განაკვეთით, რომელიც ჩვენთან სამჯერ უფრო ნაკლებია, თუმცა, ვაგრძელებთ მუშაობას კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების კლებისთვის

სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი სხდომის ფარგლებში, შევხვდით საწვავის კომპანიების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს და მათთან ერთად განვიხილეთ საწვავზე ფასწარმოქმნის სისტემა, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, საქართველოში აქციზის განაკვეთი სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში საწვავის ფასები არის საგრძნობლად დაბალი, თუმცა ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას საწვავის კომპანიებთან ერთად, რათა ფასები კიდევ უფრო შემცირდეს.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საშუალო ევროპულ ფასთან შედარებით, საქართველოში საწვავის ფასები არის საგრძნობლად დაბალი, რაც განპირობებულია იმ საგადასახადო კანონმდებლობით, კერძოდ აქციზის განაკვეთით, რომელიც არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლებისთვის,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები