ირაკლი ქადაგიშვილი: პროევროპულობა, კონკრეტულად ჩვენთან დამოკიდებულებაში, იქცა არჩევნების შედეგების უსაფუძვლოდ არაღიარებაში და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წახალისებაში
“პროევროპულობა, კონკრეტულად ჩვენთან დამოკიდებულებაში, იქცა არჩევნების შედეგების უსაფუძვლოდ არაღიარებაში და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წახალისებაში,”- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტს არ უნდა ჩატარებული არჩევნების, მათ შორის მათივე „ოდირის“ და „ეუთოს“ დასკვნის აღიარება, მაგრამ უნდათ 4 ოქტომბრის მიტინგის მოწოდებების მხარდაჭერა.
„პროევროპულობა სამწუხაროდ, კონკრეტულად ჩვენთან დამოკიდებულებაში იქცა არჩევნების შედეგების უსაფუძვლოდ არაღიარებაში და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წახალისებაში. არ უნდათ ჩატარებული არჩევნების, მათ შორის მათივე „ოდირის“ და „ეუთოს“ დასკვნის აღიარება, მაგრამ უნდათ 4 ოქტომბრის მიტინგის მოწოდებების მხარდაჭერა და რეალიზაცია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.