თორნიკე ჭეიშვილი – „ენჯეოების“ ესტონეთში რეგისტრაციაზე: სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ ეს მიზნები არის კეთილსინდისიერი და სარგებლის მომტანი საქართველოსთვის
“სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ ეს მიზნები არის კეთილსინდისიერი და სარგებლის მომტანი საქართველოსთვის,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ესტონეთში რეგისტრაციაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა ითვალისწინებდეს სათანადო გარანტიებს, რათა თუნდაც ამგვარი თვალთმაქცური სქემების, ე.წ. ოფისების გამოყენებით, რომლებიც რეალურად შენობების ნანგრევებია, ვერ ახერხებდნენ აღნიშნული პირები იმას, რომ კანონმდებლობის გვერდის ავლით მაინც განახორციელონ საკუთარი მიზნები. ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ ეს მიზნები არის კეთილსინდისიერი და სარგებლის მომტანი საქართველოსთვის, ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის,”- აცხადებს ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE“-ში „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ესტონეთის ოფისის მისამართი და ფოტო-მასალა წარმოადგინა.