მარიამ ლაშხი: ევროკავშირი დუმს იმ ყველა ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც პირველ რიგში, ევროკავშირის დროშის ქვეშ კეთდება
“ევროკავშირი დუმს იმ ყველა ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც პირველ რიგში, ევროკავშირის დროშის ქვეშ კეთდება”,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა.
ლაშხის თქმით, აღნიშნული სამარცხვინოა.
„დღეს ევროკავშირი დუმს იმ ყველა ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც პირველ რიგში, ევროკავშირის დროშის ქვეშ კეთდება. ეს არის სამარცხვინო და ეს პირველ რიგში, ეწინააღმდეგება იმ იდეოლოგიას, რომლის გამოც იყო ეს გაერთიანება შეკრებილი. ჩვენ ვნახეთ 4 ოქტომბრის ძალადობა, თავდასხმა, როგორც დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან, ასევე ზიზღის ენა, რაც პირველ რიგში, არც ქართულია, არც ეროვნული და არც რაიმე ტიპის მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.